Accessibility links

logo-print

რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის გაეროში ვიტალი


რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის გაეროში ვიტალი ჩურკინის განცხადებით, რუსეთი მზად არის,

რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის გაეროში ვიტალი ჩურკინის განცხადებით, რუსეთი მზად არის,
უცხოელი ექსპერტების დახმარებით ძირფესვიანად გამოიკვლიოს აფხაზეთში უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების ინციდენტი. ,,ჩვენ განვაცხადეთ, რომ რუსეთის მხარე მზად არის, საკუთარი გამოძიება ჩაატაროს, მაგრამ ამისთვის უნდა გვქონდეს ყველა ის ინფორმაცია, რომელსაც გაერო-ს ექსპერტები ფლობენ და არა მხოლოდ ის, რასაც დასკვნის მიღების დროს ეყრდნობოდნენ. ჩვენ მზად ვართ, საფუძვლიანი გამოძიება ჩავატაროთ უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით", - აღნიშნა ჩურკინმა ჟურნალისტებტან. გაერო-ს მისიის დამკვირვებელთა დასკვნით, ქართული უპილოტო თვითმფრინავი რუსეთის ავიაგამანადგურებელმა ჩამოაგდო. რუსეთი აღნიშნულ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.
XS
SM
MD
LG