Accessibility links

ძალადობის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა


ძალადობის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა მაკედონიაში

ძალადობის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა მაკედონიაში
გამართული საპარლამენტო არჩევნების დროს. სროლა ატყდა ეთნიკური ალბანელებით დასახლებულ სკოპიეს რეგიონში. კენჭისყრის პროცესი შეფერხდა დედაქალაქის აღმოსავლეთით მდებარე არაცინოვოში. სახელმწიფო საარჩევნო კომისიის ცნობით, დარღვევებისა და ძალადობის გამო ქვეყნის მასშტაბით კენჭისყრა გაუქმდა 17 საარჩევნო უბანში. ალბანურმა პარტიამ, ინტეგრაციის დემოკრატიულმა კავშირმა, განაცხადა, რომ არ ცნობს კენჭისყრის შედეგებს იმ რეგიონებში, სადაც პრობლემები იყო არჩევნების დროს. ეროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორი ხავიერ სოლანა პრობლემურ უბნებში კენჭისყრის გამეორების მოწოდებით გამოვიდა. არჩევნები გაიმართა მას მერე, რაც ქვეყნის მმართველი კოალიცია დაიშალა. კოალიციის დაშლის მიზეზი იყო ნატოში გაწევრიანების უფრო უარესი პერსპექტივა, ვიდრე ამის იმედი არსებობდა, და უთანხმოება იმის თაობაზე, ეცნოთ თუ არა კოსოვოს დამოუკიდებლობა.


XS
SM
MD
LG