Accessibility links

logo-print

შვეიცარიაში გამართულ რეფერენდუმში ამომრჩეველთა უმრავლესობამ


შვეიცარიაში გამართულ რეფერენდუმში ამომრჩეველთა უმრავლესობამ უარყო წინადადება

შვეიცარიაში გამართულ რეფერენდუმში ამომრჩეველთა უმრავლესობამ უარყო წინადადება
იმიგრანტების ნატურალიზაციის გამკაცრების თაობაზე. წინასწარი მონაცემებით, ახალ წესებს მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა შვეიცარიის 26-დან მხოლოდ ერთ კანტონში. საერთო ჯამში წინააღმდეგ მისცა ხმა რეფერენდუმში მონაწილეთა 64-მა პროცენტმა. ამჟამად შვეიცარიის მოქალაქეობის მისაღებად აუცილებელია ქვეყანაში მუდმივი ცხოვრების 12-წლიანი სტაჟი, რის შემდეგაც ტარდება საგანგებო გამოცდა. კენჭისყრის ინიციატორი იყო ნაციონალისტური სახალხო პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას ფლობს შვეიცარიის პარლამენტში.

XS
SM
MD
LG