Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომში მუშაობა დაიწყო გაეროს ხელშეწყობით


რომში მუშაობა დაიწყო გაეროს ხელშეწყობით ორგანიზებულმა მსოფლიო ლიდერების სამიტმა,

რომში მუშაობა დაიწყო გაეროს ხელშეწყობით ორგანიზებულმა მსოფლიო ლიდერების სამიტმა,
რომელიც სურსათის ფასების ზრდას ეძღვნება. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა განაცხადა, რომ 2030 წლისთვის სურსათის წარმოება 50 პროცენტით უნდა გაიზარდოს, რათა დააკმაყოფილოს მზარდი მოთხოვნილება. მან ასევე მოუწოდა მსოფლიოს ქვეყნებს, სურსათის ფასებთან დაკავშირებული კრიზისის შესამსუბუქებლად შეამცირონ საექსპორტო შეზღუდვები და ტარიფები. ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ანონიმი ძალები დაადანაშაულა, რომ ისინი სურსათზე მაღალი ფასებით მოგებებს ნახულობენ სუბსიდიებისა და ბაზრის მანიპულაციის გზით.

XS
SM
MD
LG