Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოში რუსეთის წარმომადგენელმა ნატოს გენერალური


ნატოში რუსეთის წარმომადგენელმა ნატოს გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოპ სხეფერი გააკრიტიკა

ნატოში რუსეთის წარმომადგენელმა ნატოს გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოპ სხეფერი გააკრიტიკა
განცხადების გამო, რომელიც სხეფერმა გააკეთა რუსეთის მიერ აფხაზეთში სარკინიგზო ჯარების ნაწილების შეყვანასთან დაკავშირებით. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ნატოში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა დმიტრი როგოზინმა განაცხადა, რომ აქამდე არასდროს სმენია, სარკინიგზო ჯარები ინტერვენციის ნაწილებად ითვლებოდეს. გუშინ ნატოს გენერალურმა მდივანმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში სარკინიგზო ჯარების ნაწილების შეყვანის გამო და მოსკოვს ამ ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG