Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაცვის სამინისტრომ ერაყში კიდევ ერთი


თავდაცვის სამინისტრომ ერაყში კიდევ ერთი ქართველი სამხედროს დაღუპვის ფაქტი დაადასტურა.

თავდაცვის სამინისტრომ ერაყში კიდევ ერთი ქართველი სამხედროს დაღუპვის ფაქტი დაადასტურა.
დაილას პროვინციაში გამშვები პუნქტის დაბომბვის შედეგად, მე-13 ბატალიონის ათეულის მეთაური, 28 წლის სერჟანტი ირაკლი კორძაია დაიღუპა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გარდაცვლილს საქართველოში რამდენიმე დღეში გადაასვენებენ. ბოლო ორი თვის განმავლობაში ეს მესამე ქართველი ჯარისკაცია, რომელიც ერაყში დაიღუპა. 2 მაისს თვითნაკეთი ნაღმის აფეთქებას ემსხვერპლა ორი ქართველი ჯარისკაცი - ლეიტენანტი გიორგი მარგიევი და კაპრალი ზურაბ გვენეტაძე. მანამდე არასაბრძოლო ვითარებაში კიდევ ორი ჯარისკაცი დაიღუპა - ერთი ავტოავარიას ემსხვერპლა, მეორემ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
XS
SM
MD
LG