Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორიტეტიანი საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტი, ბრიუსელში


ავტორიტეტიანი საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტი, ბრიუსელში განთავსებული

ავტორიტეტიანი საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტი, ბრიუსელში განთავსებული
საერთაშორისო კრიზისის ჯგუფი ოთხშაბათს გავრცელებულ ანგარიშში აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის გავლენიანი წარმომადგენლები სერიოზულად მსჯელობენ აფხაზეთში სამხედრო კამპანიის დაწყების შესაძლებლობაზე. საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ხავიერ სოლანას, საქართველოში ვიზიტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოქვეყნებულ ანგარიშში საერთაშორისო კრიზისის ჯგუფი აცხადებს, რომ მიმდინარე წელს აფხაზეთში ვითარების მნიშვნელოვნად დაძაბვაში ბრალი ნაწილობრივ თბილისსაც მიუძღვის. ანგარიშში, რომელშიც რეგიონში მყოფი დიპლომატების და ოფიციალური პირების ინტერვიუებია გამოყენებული, ნათქვამია - ”პრეზიდენტ სააკაშვილის გარემოცვაში რამდენიმე გავლენიანი მრჩეველი და სტრუქტურა, როგორც სჩანს, სულ უფრო მეტად რწმუნდება, რომ აფხაზეთში სამხედრო ოპერაციის ჩატარება შესაძლებელი და აუცილებელია.” ანგარიშის თანახმად, შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა მოსკოვიც და თბილისიც მკაცრად უნდა გააფრთხილონ, არ წამოიწყონ ავანტიურები.
XS
SM
MD
LG