Accessibility links

logo-print

ზიმბაბვეში, პოლიტიკური ძალადობის გამოძიებაში ჩართული


ზიმბაბვეში, პოლიტიკური ძალადობის გამოძიებაში ჩართული

ზიმბაბვეში, პოლიტიკური ძალადობის გამოძიებაში ჩართული
ამერიკელი და ბრიტანელი დიპლომატების ჯგუფს თავს დაესხნენ და რამდენიმე საათით დააკავეს. დიპლომატები მანქანებით გადაადგილდებოდნენ, როდესაც ისინი ჰარარეს მახლობლად გამართულ საკონტროლო პუნქტთან სავარაუდოდ პრეზიდენტ რობერტ მუგაბეს მხარდამჭერებმა და პოლიციელებმა გააჩერეს. ზიმბაბვეში შეერთებული შტატების ელჩის თქმით, თავდამსხმელებმა მანქანებს საბურავები დაუჭრეს, და დიპლომატებს მანქანების დაწვით დაემუქრნენ. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, შონ მაკკორმაკი აცხადებს, რომ დიპლომატები უკვე გაათავისუფლეს - თუმცა დღევანდელი ინციდენტი დავიწყებას არ მიეცემა.
XS
SM
MD
LG