Accessibility links

logo-print

დასრულდა საქართველოში ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური


დასრულდა საქართველოში ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ხავიერ სოლანას ვიზიტი.

დასრულდა საქართველოში ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ხავიერ სოლანას ვიზიტი.
მისი განცხადებით, ევროკავშირს სურს, უფრო აქტიური როლი შეასრულოს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებისაკენ მიმართულ ძალისხმევაში. ამ საკითხზე სოლანამ ისაუბრა სოხუმში, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშთან დღევანდელი მოლაპარაკების შემდეგ. [სოლანას ხმა] “გვსურს უფრო აქტიურად ჩავერთოთ. როგორც იცით, უკვე მოქმედებს გარკვეული ფორმატები. მე დიდი იმედი მაქვს, რომ იქნება ფორმატები, რომლებშიც ყველა შეძლებს მონაწილეობას კონსტრუქციულად. ასეთი ფორმატი, შესაძლოა, მომავალში შეიქმნას, მაგრამ, როგორც უნდა იყოს, ჩვენ მზად ვართ უფრო აქტიურად ჩავერთოთ და უფრო აქტიური მონაწილეობა მივიღოთ”. ევროკავშირის უმაღლესი რანგის წარმომადგენელთან სოხუმში შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა სერგეი ბაღაფშმაც. [ბაღაფშის ხმა] “ჩვენ ვაცხადებდით და დღესაც ვაცხადებთ: ნებისმიერი კონტაქტები, ნებისმიერი მოლაპარაკებები - ჩვენ არა ვართ მათი წინაღამდეგი. მაგრამ მთავარი პირობის გათვალისწინებით: კოდორის ხეობიდან ჯარები უნდა გავიდეს და ხელშეკრულებას ხელი მოეწეროს. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, კონტაქტებზე ლაპარაკიც კი ზედმეტია”.
XS
SM
MD
LG