Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აპირებს, აფხაზეთის ტერიტორიიდან ისევ


რუსეთი აპირებს, აფხაზეთის ტერიტორიიდან ისევ გაიყვანოს სარკინიგზო ჯარების წარმომადგენლები.

რუსეთი აპირებს, აფხაზეთის ტერიტორიიდან ისევ გაიყვანოს სარკინიგზო ჯარების წარმომადგენლები.
საქმე ეხება 400-მდე ჯარისკაცს, რომლეთა განთავსებაც მოსკოვმა რკინიგზის აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობით ახსნა. ქართულმა მხარემ ამ ნაბიჯს პროვოკაცია უწოდა და მწვავე პროტესტი გამოთქვა. რუსეთის მედიაში დღეს გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა განაცხადა, რომ სარკინიგზო ჯარების წევრებს აფხაზეთიდან მომდევნო ორი თვის განმავლობაში გაიყვანენ. ამასობაში გავრცელდა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი შამბას განცხადებაც. მისი თქმით, რუსი რკინიგზელი სამხედროები უნდა დარჩნენ აფხაზეთში, სანამ ბოლომდე მიიყვანენ რკინიგზის სარემონტო სამუშაოებს.
XS
SM
MD
LG