Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ევროპისკენ


აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ევროპისკენ გამოემართა. ის დღეს სლოვენიაში ჩავიდა.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ევროპისკენ გამოემართა. ის დღეს სლოვენიაში ჩავიდა.
მისი მოგზაურობის მიზანია, სთხოვოს ევროპელ კოლეგებს მეტი დახმარება გაუწიონ ავღანეთში, გააძლიერონ ზეწოლა ირანზე და უფრო ფართოდ ითანამშრომლონ კლიმატის ცვლილების სფეროში. გამომგზავრების წინ ბუშმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ძლიერი დოლარი აშშ-ის ინტერესებშია. ჯორჯ ბუში 10-დან 16 ივნისამდე, ჯერ სლოვენიაში ევროპა-აშშ-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას, შემდეგ ეწვევა გერმანიას, ასევე იტალიას, ამის შემდეგ ვატიკანში ჩავა, საიდანაც საფრანგეთს და ბრიტანეთს ესტუმრება. 12 ივნისს ის პარიზში ავღანეთის საერთაშორისო დონორების კონფრენეციაში ჩაებმება.
XS
SM
MD
LG