Accessibility links

logo-print

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიგა ბოკერიამ,

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიგა ბოკერიამ,
დღეს განაცხადა, რომ თუ რუსეთი არ გააუქმებს 16 აპრილის გადაწყვეტილებას ცხინვალთან და სოხუმთან ურთიერთობების ლეგალიზაციის თაობაზე და არ გაიყვანს დამატებით ძალებს აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან, საქართველო რუსი მშვიდობისდამცველების გაყვანის საკითხს დააყენებს: [ბოკერიას ხმა]: ”ბუნებრივია, ის საკითხი, რომელიც დიდი ხანია დგას ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგში - ეს არის ეგრეთ წოდებული სამშვიდობოების საკითხი, რომლებიც თვითონ იქცნენ საფრთხედ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის, უახლოეს დღეებში დადგება დღის წესრიგში” (სტილი დაცულია). საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ამ განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან საგარეო პოლიტიკის საკითხებზე გამართული კონსულტაციების შემდეგ გამოვიდა.
XS
SM
MD
LG