Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიაში დააკავეს გაეროს სამხედრო ტრიბუნალის


სერბიაში დააკავეს გაეროს სამხედრო ტრიბუნალის მიერ ძებნილი სტოიან ჟუპლიანინი,

სერბიაში დააკავეს გაეროს სამხედრო ტრიბუნალის მიერ ძებნილი სტოიან ჟუპლიანინი,
რომელიც ეჭვმიტანილია ომის დანაშაულებში. ის ბოსნიაში ომის დროს, 90-იან წლებში, ბოსნიელი სერბების უშიშროების უწყების ხელმძღვენილი იყო და ეჭვმიტანილია მუსლიმანი და ხორვატი სამოქალაქო პირების დახოცვაში. სერბიის ოფიციალური წარმომადგენლის ინფორმაციით, ჟუპლიანინის ჰააგაში ექსტრადიცია მომდევნო 72 საათის განმავლობაშია მოსალოდნელი. ჰააგაში ბრალმდებლის ოფისის პრეს-მდივანი მიესალმა ჟუპლიანინის დაპატიმრებას და გამოთქვა იმედი, რომ სერბიაში მალე დააკავებენ დანარჩენ სამ მთავარ ეჭვმიტანილსაც. ეს ეჭვმიტანილები არიან ბოსნიელი სერბების სამხედრო სარდალი, გენერალი რატკო მლადიჩი, ბოსნიელი სერბების ლიდერი ომის პერიოდში, რადოვან კარაჯიჩი და ხორვატიაში სერბი მეამბოხეების ლიდერი, გორან ჰაჯიჩი.
XS
SM
MD
LG