Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტს აშშ-ის მომდევნო ადმინისტრაციასთან


რუსეთის პრეზიდენტს აშშ-ის მომდევნო ადმინისტრაციასთან “კონსტრუქციული და მეგობრული” დიალოგის იმედი აქვს.

რუსეთის პრეზიდენტს აშშ-ის მომდევნო ადმინისტრაციასთან “კონსტრუქციული და მეგობრული” დიალოგის იმედი აქვს.
ამ საკითხს დმიტრი მედვედევი შეეხო მოსკოვში, რუსეთის პრესის საერთაშორისო კონგრესზე გამოსვლისას. [მედვედევის ხმა] “ის უთანხმოებებიც კი, ახლა რომ არსებობს და დარწმუნებული ვარ, კიდევ იარსებებს ზოგ პრობლემასთან მიმართებით (თქვენ ერთ-ერთი დაასახელეთ კიდეც) - ეს, მართლაც, არის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა ევროპაში, ხელშეკრულება ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ, ნატოს გაფართოების პრობლემა - ამ საკითხებში პრინციპულად განსხვავებული შეხედულებები გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული პოზიციები გვაქვს, ჩვენ მაინც მოგვიწევს მუშაობა.” მთლიანობაში, დასძინა დმიტრი მედვედევმა, ის "ზომიერი ოპტიმიზმით" აფასებს ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებს.
XS
SM
MD
LG