Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გერმანიაში


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გერმანიაში მოლაპარაკება გამართა კანცლერ ანგელა მერკელთან.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გერმანიაში მოლაპარაკება გამართა კანცლერ ანგელა მერკელთან.
საუბრის მთავარ თემებს შორის იყო ირანის ბირთვული პროგრამა, ვითარება ერაყსა და ავღანეთში, კლიმატური ცვლილებების პრობლემა. ირანის შესახებ ბუშმა განაცხადა, რომ დიპლომატია არის კვლავაც პრიორიტეტული გზა ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული პრობლემის მოსაგვარებლად, თუმცა განიხილება ყველა შესაძლო ზომა. [ჯორჯ ბუშის ხმა] “უპირატესობას ვანიჭებ საკითხის, რასაკვირველია, დიპლომატიის გზით მოგვარებას, მაგრამ ყველა ვარიანტი ღიაა. პრიორიტეტად მივიჩნევთ ამ პრობლემის მოგვარებას თანამშრომლობითა და ორმაგი მესიჯის გაგზავნით, რაც ამ მთავრობის გეგმაზომიერი პოლიტიკა იყო, რომ - თუკი შეწყვეტ შენს გამდიდრების პროგრამას და ამის შემოწმება იქნება შესაძლებელი, შენი იზოლაცია დასრულდება". გერმანიაში ჯორჯ ბუშის ამ განცხადებით გამოსვლამდე, ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა განაცხადა, რომ დასავლეთმა "მუქარით და ზეწოლით" ხელი ვერ შეუშალა ირანის ატომურ “გამარჯვებას”. ჯორჯ ბუში ამჟამინდელ ევროპულ ტურნეს იტალიაში ვიზიტით გააგრძელებს.
XS
SM
MD
LG