Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში


შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში, დღეს რომში ჩავიდა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში, დღეს რომში ჩავიდა.
ბუში მოლაპარაკებას მართავს იტალიის პრემიერ-მინისტრთან, სილვიო ბერლუსკონისთან. ის სხვა ლიდერებსაც შეხვდება - მათ შორის რომის პაპს, ბენედიქტე მეთექვსმეტეს. სავარაუდოდ, ბუში და ბერლუსკონი ირანის ატომურ პროგრამაზე, და ავღანეთში მყოფ ნატოს ძალებზე ისაუბრებენ. პრეზიდენტის სტატუსით ჯორჯ ბუში ევროპაში ალბათ უკანასკნელ ტურნეს აწყობს - იანვარში ის ტოვებს პრეზიდენტის პოსტს. რომში ის ბერლინიდან ჩავიდა, სადაც გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან ჰქონდა შეხვედრა.
XS
SM
MD
LG