Accessibility links

logo-print

ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ დაზვერვის


ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ დაზვერვის სტრუქტურების მარალჩინოსანი,

ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ დაზვერვის სტრუქტურების მარალჩინოსანი,
რომელსაც საიდუმლო დოკუმენტაცია შემთხვევით საზოგადოებრივ ტრანსპორტში დარჩა, სამსახურიდან გათავისუფლებულია. დოკუმენტები ლონდონის სამგზავრო მატარებელში ერთ-ერთმა მგზავრმა იპოვნა, და ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციაში მიიტანა. ბიბისის განცხადებით, დოკუმენტები ბრიტანეთის მთავრობის სადაზვერვო კომიტეტის მიერ ერაყის და ალ-ყაიდის შესახებ მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავდა. მომხდარი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა დაადასტურა - თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. ლონდონის პოლიციის კონტრ-ტერორისტულმა დეპარტამენტმა ინციდენტის გამოძიება დაიწყო.

XS
SM
MD
LG