Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირლანდიაში ევროკავშირის რეფორმის ახალი შეთანხმების


ირლანდიაში ევროკავშირის რეფორმის ახალი შეთანხმების

ირლანდიაში ევროკავშირის რეფორმის ახალი შეთანხმების
- ე.წ. ლისაბონის ხელშეკრულების - შესახებ სახალხო რეფერენდუმი მიმდინარეობს. ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას შორის, ირლანდია ერთადერთია, რომელსაც კანონი აიძულებს რეფერენდუმით გადაწყვიტოს ეს საკითხი. დანარჩენ ქვეყნებში ამ საკითხს ეროვნული პარლამენტები წყვეტენ. ვარაუდობენ, რომ რეფერენდუმში გადაწყვეტილება მცირე უპირატესობით იქნება მიღებული. ოთხშაბათს დოკუმენტი საბერძნეთის, ესტონეთის და ფინეთის პარლამენტებმა მიიღეს. ლისაბონის ხელშეკრულება რთული დოკუმენტია, რომელიც ევროპის კავშირსა და მის წევრ ცალკეულ ქვეყნებს შორის უფლებამოსილებების რეგულირებას ეხება. ხელშეკრულება ევროკავშირის კონსტიტუციას ცვლის - რომელიც 2005 წელს ჩატარებულ რეფერენდუმებში საფრანგეთის და ჰოლანდიის მოქალაქეებმა უარყვეს. რეფერენდუმი თბილისის დროით დილის პირველ საათზე დაიხურება. ეგზიტ პოლები არ ტარდება. შედეგი პარასკევს გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG