Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მმართველი პარტია და ქრისტიან-დემოკრატები აცხადებენ


მმართველი პარტია და ქრისტიან-დემოკრატები აცხადებენ,

მმართველი პარტია და ქრისტიან-დემოკრატები აცხადებენ,
რომ ”ანტი-კრიზისულ მემორანდუმში” ასახულ ზოგიერთ პუნქტზე შეთანხმება შესძლეს. დღეს გამართული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ გაკეთებული განცხადებების თანახმად, მმართველი პარტია თანახმაა ნება დართოს ერთ დეპუტატს, რომელიც არ არის საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დაინიშნოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მმართველი პარტია ასევე დათანხმდა ოპოზიციური წარმომადგენლის დანიშვნაზე კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში. მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ მმართველი პარტია არ შეიტანს ცვლილებებს კონსტიტუციაში ოპოზიციასთან კონსულტაციების გარეშე. მმართველმა პარტიამ უარი თქვა ოპოზიციასთან შეთანხმებით დაინიშნოს გენერალური პროკურორი და კონტროლის პალატის თავმჯდომარე. ასევე არ დაკმაყოფილდა ქრისტიან-დემოკრატების მოთხოვნა მერების და გამგებლების პირდაპირი არჩევის წესთან დაკავშირებით. ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ იგი ”აქტიურ მუშაობას” შეუდგება პარლამენტში მას შემდეგ, რაც მმართველი პარტია მიღწეული შეთანხმების განხორციელებას დაიწყებს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა პარტიის ”ჩვენ თვითონ” ლიდერი პაატა დავითაია. რვა პარტიის ოპოზიციურმა კოალიციამ და ლეიბორისტულმა პარტიამ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე კატეგორიული უარი განაცხადეს.
XS
SM
MD
LG