Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს წევრი ქვეყნები დღეს შეთანხმდნენ


ნატოს წევრი ქვეყნები დღეს შეთანხმდნენ, რომ გაწვრთნიან კოსოვოში

ნატოს წევრი ქვეყნები დღეს შეთანხმდნენ, რომ გაწვრთნიან კოსოვოში
უსაფრთხოების სამომავლო ძალებს - 2,500 პირისგან შემდგარ კონტინგენტს. ეს შეთანხმება რამდენიმე დღით წინ უსწრებს კოსოვოში კონსტიტუციის მიღებას - რაც კვირას უნდა მოხდეს. პარალელურად, გეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა, კოსოვოს ლიდერებს წერილობით შეატყობინა, რომ კოსოვოში გაეროს მისიის შეცვლას გეგმავს იმ მიზნით, რომ ევროკავშირმა იქ მნიშვნელოვანი ფუნქციების შესრულება დაიწყოს. მაგრამ სერბიის მოკავშირე რუსეთი აცხადებს, რომ კოსოვოში მყოფი საერთაშორისო ძალების შეცვლა მხოლოდ გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა განხორციელდეს. რუსეთი დღეს გამოვიდა მოწოდებით კოსოვოში გაეროს მისიის ხელმძღვანელის, იოახიმ რუკერის გადადგომის თაობაზე. რუსეთი აცხადებს, რომ ეს მისიის როლის შეკვეცის შესახებ არსებული ”სკანდალური” გეგმების გამო უნდა მოხდეს.
XS
SM
MD
LG