Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ დღეს


შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ დღეს განაცხადა, რომ გუანტანამოს ყურეში

შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ დღეს განაცხადა, რომ გუანტანამოს ყურეში
მყოფ ტერორიზმში ეჭვმიტანილ პატიმრებს ამერიკის კონსტიტუციის თანახმად შეერთებული შტატების სამოქალაქო სასამართლოებში პატიმრობის გასაჩივრების უფლება აქვთ. უზენაესი სასამართლოს მხრიდან ეს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაზე მესამე დარტყმაა გუანტანამოს ყურის პატიმრების საკითხის ირგვლივ. ბუში აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას შეასრულებს - თუმცა მას არ ეთანხმება. ბუშის თქმით, ის ამერიკელი ხალხის უსაფრთხოებისთვის შესაძლოა ახალი კანონმდებლობის მიღების ინიციატივით გამოვიდეს. წარსულში უზენაესმა სასამართლომ გუანტანამოს პატიმრებს უკვე ორჯერ მიანიჭა სამოქალაქო სასამართლოებში პატიმრობის გასაჩივრების უფლება. მაგრამ იმ გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ, ბუშის ადმინისტრაციამ, და კონგრესმა - რომელსაც მაშინ რესპუბლიკელები აკონტროლებდნენ - კანონი შეცვალეს, და პატიმრებს სასამართლოში გასაჩივრების უფლება არ მისცეს.
XS
SM
MD
LG