Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომასთან დაკავშირებით


ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომასთან დაკავშირებით, ნატოს გენერალურმა მდივანმა

ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომასთან დაკავშირებით, ნატოს გენერალურმა მდივანმა
იაპ დე ჰოოპ სხეფერმა შეაქო თანამშრომლობა სამხედრო სფეროში - რუსეთთან საკვანძო საკითხებში უთანხმოების მიუხედავად. [იაპ დე ჰოოპ სხეფერის ხმა] ”როგორც ცნობილია, [ალიანსის] მოკავშირეებს და რუსეთს არაერთი უთანხმოება აქვთ ისეთი საკითხების ირგვლივ, როგორიცაა ნატოს გაფართოება, ხელშეკრულება ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ, ანტი-სარაკეტო სისტემა, კოსოვო, საქართველო. მართლაც არის რამდენიმე საკითხი, რომლის შესახებაც მხარეები ერთმანეთს პირდაპირ არ ველაპარაკებით - თუმცა ამ საკითხებზე სასაუბროდ ჩვენ ნატო-რუსეთის საბჭოს ვიყენებთ. ამასთან, საბჭოს ფორმატში ვაანალიზებთ და ვამუშავებთ პრაქტიკული თანამშრომლობის იმ მრავალ ფორმას, რომელიც ჩვენს განკარგულებაშია.” იაპ დე ჰოოპ სხეფერმა ეს განცხადება გააკეთა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის შემდეგ.
XS
SM
MD
LG