Accessibility links

logo-print

გაერთიანებული ოპოზიციიდან პარლამენტის წევრებად არჩეულთა


გაერთიანებული ოპოზიციიდან პარლამენტის წევრებად არჩეულთა ნაწილმა მანდატებზე უარი დაადასტურა

გაერთიანებული ოპოზიციიდან პარლამენტის წევრებად არჩეულთა ნაწილმა მანდატებზე უარი დაადასტურა
ოფიციალური განცხადებით. განცხადებაში, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე დაწერეს, მოითხოვენ დეპუტატის უფლებამოსილების მოხსნას. ამასთან, განცხადებაში, რომელსაც გია თორთლაძის, ჯონდი ბაღათურიასა და გიორგი ცაგარეიშვილის გარდა, თითქმის ყველა ლიდერი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ გაერთიანებული ოპოზიცია არ სცნობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს და არ აღიარებს გაყალბებული პროცედურების შედეგად შექმნილ პარლამენტს. ახალი მემარჯვენეების ლიდერის, დავით გამყრელიძის განცხადებით, უახლოეს ხანში გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლების მშვიდობიანი მეთოდებით შეცვლის გეგმას გამოაქვეყნებს.
XS
SM
MD
LG