Accessibility links

ირლანდიაში გუშინდელი რეფერენდუმის საბოლოო, ოფიციალური


ირლანდიაში გუშინდელი რეფერენდუმის საბოლოო, ოფიციალური შედეგებით, ამომრჩევლების უმრავლესობამ

ირლანდიაში გუშინდელი რეფერენდუმის საბოლოო, ოფიციალური შედეგებით, ამომრჩევლების უმრავლესობამ
უარყო ევროკავშირის ახალი საბაზისო დოკუმენტი - ე.წ. ლისაბონის ხელშეკრულება. ის, გავრცელებული ინფორმაციით, უარყო რეფერენდუმში მონაწილეების 53,4-მა პროცენტმა. ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა ბრაიან კოუენმა გაწბილება გამოთქვა ამ შედეგის გამო, მაგრამ გამოთქვა მოსაზრებაც, რომ მიზანშეონილი არ არის ნაჩქარევი დასკვნების გაკეთება. [კოუენის ხმა] “არ არის სჭირო ნაჩქარევი დასკვნების გაკეთება. ევროკავშირი ასეთ ვითარებაში ადრეც ყოფილა, და ყოველთვის პოულობდა გამოსავალს. იმედი მაქვს, ამას შევძლებთ ამ შემთხვევაშიც”. ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ ევროკავშირის დანარჩენ სახელმწიფოებს მოუწოდა, განაგრძონ ლისაბონის ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი. ირლანდია ევროკავშირის ერთადერთი წევრია, სადაც, კანონის შესაბამისად, რეფერენდუმი უნდა გამართულიყო ლისაბონის ხელშეკრულების შესახებ. ეს ხელშეკრულება უნდა ჩაენაცვლოს ევროკავშირის კონსტიტუციის პროექტს, რომელიც 2005 წელს ფრანგმა და ნიდერლანდელმა ამომრჩევლებმა უარყვეს. ლისაბონის ხელშეკრულებით გამიზნულია ევროსტრუქტურების მუშაობის ეფექტიანობის გაზრდა.
XS
SM
MD
LG