Accessibility links

logo-print

ფილმში ქართველი იუნკრების ბრძოლა და ცხოვრება ცოცხლდება


1921 წლის თებერვალში ტაბახმელასა და კოჯორთან

ქართველი იუნკრების ბრძოლებს მე-11 წითელ არმიასთან რადიო ”თავისუფლებამ” რამდენიმე სიუჟეტი მიუძღვნა. ყოველკვირეული პროგრამა ”ჯარისკაცი და სახელმწიფო” ამჯერად იუნკრების ემიგრაციის პერიოდს, პოლონეთის დასაცავად მათ ბრძოლებს მიეძღვნება. მით უფრო, რომ ქართველი მაყურებელი სულ მალე იხილავს დოკუმენტურ ფილმს, რომელიც ქართველ იუნკრებზე პოლონეთში მიკვლეულ დოკუმენტურ მასალას ეყრდნობა.


ჟურნალისტმა და სცენარისტმა გიორგი გორგოძემ, რეჟისორმა ირაკლი ტრიპოლსკიმ და იეჟი ლუბახმა დაასრულეს მუშაობა დოკუმენტურ ფილმზე, რომელსაც ქართულად ”მარად და ყველგან” ერქმევა. ფილმი მაყურებელს მოუთხრობს ქართველ იუნკრებზე, ქართული სამხედრო სასწავლებლის მსმენელებზე, რომლებიც გასაბჭოების შემდეგ პოლონეთის არმიის სამსახურში ჩადგნენ და 1939 წელს პოლონეთის დასაცავად იბრძოდნენ. გიორგი გორგოძის თქმით, ფილმში გაცოცხლებულია 100-ზე მეტი ქართველი იუნკრის ისტორია, რომელთაგან რამდენიმე პოლონეთის უმაღლესი სამხედრო ჯილდოთი, ”ვირტუტი მილიტარით” (საბრძოლო ჯვრით) არის დაჯილდოებული.

[გიორგი გორგოძე]


პოლონეთის არქივებში დაცული ისტორიული მასალებით ირკვევა, რომ 1921 წლის შემდეგ საქართველოდან პოლონეთში გახიზნული 108-მდე ქართველი იუნკერი, პოლონეთის პრეზიდენტის იუზეფ პილსუდსკის დახმარებით, ელიტურ სამხედრო სასწავლებლებში ჩაირიცხა და პოლონეთის არმიაში სამეთაურო თანამდებობებზე დაწინაურდა. თუმცა ისტორიულმა ბედისწერამ მათი გზები მალე ერთმანეთს დააშორა.

[გიორგი გორგოძე]

რამდენიმე მათგანი კი, მათ შორის ჯონ მალხაზ შალიკაშვილის მამა, ისტორიული წყაროების თანახმად, გერმანელების მხარეზე გადავიდა.


[გიორგი გორგოძე]

მაგრამ მანამდე ყველა ქართველი ოფიცერი ერთად იბრძოდა პოლონეთის დასაცავად. გიორგი გორგოძის თქმით, ვარშავის თავდაცვის გეგმაც სწორედ ქართველმა სამხედრომ შეადგინა.

[გიორი გორგოძე]

ვარშავის დაცვა 1939 წლის სექტემბერში, სხვადასხვა ისტორიული წყაროებით, თითქმის ერთ თვემდე გაგრძელდა. დოკუმენტური ფილმი მოგვითხრობს კიდევ რამდენიმე ქართველი ოფიცრის გმირობის ისტორიას.

[გიორგი გორგოძე]

ფილმზე მუშაობის დროს სცენარისტი გიორგი გორგოძე წააწყდა ქართველი იუნკრების პოლონეთში ცხოვრების ზოგიერთ სახასიათო დეტალსაც.

[გიორგი გორგოძე]

რაც შეეხება ქართველი იუნკრების შთამომავლებს, ფილმის ავტორებმა რამდენიმე მათგანსაც მიაკვლიეს. მათგან ყველაზე ხანდაზმული და ყველაზე შთამბეჭდავი სამხედრო ბიოგრაფიის შთამომავალი კი ამერიკაში აღმოჩნდა. თუმცა ამჯერად ლაპარაკი არ არის ცნობილ გენერალ ჯონ მალხაზ შალიკაშვილზე.

[გიორგი გორგოძე]

ქართველი იუნკრების საგმირო საქმეებს ცოცხლად ინახავს პოლონეთის ხალხი. ვარშავაში, ოკუპაციის მუზეუმის ეზოში, ქართველი ოფიცრების პატივსაცემად აღმართულია ობელისკი, რომელიც გასულ წელს საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებმა გახსნეს. ახლა ამას დაემატა ქართველი და პოლონელი რეჟისორების ირაკლი ტრიპოლსკისა და იეჟი ლუბახის ფილმი ”მარად და ყველგან”, რომელიც პოლონეთისთვის თავდადებული გმირი ქართველი ოფიცრების ხსოვნას ეძღვნება.
XS
SM
MD
LG