Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტმა ნატოს გენერალურ მდივან


უკრაინის პრეზიდენტმა ნატოს გენერალურ მდივან იაპ დე ჰოოფ სხფერეთან საუბარში გამოთქვა იმედი,

უკრაინის პრეზიდენტმა ნატოს გენერალურ მდივან იაპ დე ჰოოფ სხფერეთან საუბარში გამოთქვა იმედი,
რომ უკრაინას წელს შესთავაზებენ ალიანსში გაწევრიანების ოფიციალური კანდიდატის სტატუსს. იაპ დე ჰოოპ სხეფერის თქმით, მარტო ნატოს წევრები მიიღებენ გადაწყვეტილებას ალიანსში უკრაინის გაწევრიანების საკითხზე. [სხეფერის ხმა]
“ნატოში გადაწყვეტილებას იღებს 26 მოკავშირე ქვეყანა - და სხვა არავინ. ეს ეხება გადაწყვეტილების მიღებას ნატოსთან უკრაინის დაახლოებასა და მისთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის შეთავაზებაზე. სხვა არავინ მიიღებს ამ საკითხზე გადაწყვეტილებას, გარდა 26 მოკავშირისა”. იაპ დე იოოპ სხეფერმა და ალიანსის 26 წევრი ქვეყნის წარმომადგენლებმა დღეს დაიწყეს კიევში ორდღიანი ვიზიტი.
XS
SM
MD
LG