Accessibility links

logo-print

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ვერ


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ვერ ხედავენ ირლანდიაში გამართული რეფერენდუმით

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ვერ ხედავენ ირლანდიაში გამართული რეფერენდუმით
გამოწვეული კრიზისის სწრაფად მოგვარების შესაძლებლობას. რეფერენდუმის შედეგად ირლანდიამ უარყო ლისაბონის ხელშეკრულება, რომლითაც გამიზნულია ევროკავშირის ქმედითუნარიანობის გაუმჯობესება. მაგრამ დღეს, ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები გამოვიდნენ სიმშვიდისა და ერთიანობისაკენ მოწოდებით. მათი შეფასებით, მეტი დროა საჭირო ირლანდიაში ლისაბონის ხელშეკრულების შედეგთა გასაანალიზებლად. ევროკავშირის 18 წევრ ქვეყანას უკვე რატიფიცირებული აქვს ლისაბონის ხელშეკრულება, თუმცა მის ძალაში შესასვლელად, ყველა, 27-ვე წევრის მიერ რატიფიცირებაა აუცილებელი. ირლანდიის რეფერენუმის შედეგზე იქნება საუბარი ევროკავშირის სამიტზეც, რომელიც მიმდინარე კვირაში ბრიუსელში გაიმართება. ლისაბონის ხელშეკრულება, ფაქტობრივად, უნდა ჩაენაცვლოს ევროკავშირის კონსტიტუციას, რომელიც, ასევე რეფერენდუმების შედეგად, 2005 წელს ჩააგდეს ფრანგმა და ნიდერლანდელმა ამომრჩევლებმა.
XS
SM
MD
LG