Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანის პოლიციამ დააკავა ოპოზიციის 13


აზერბაიჯანის პოლიციამ დააკავა ოპოზიციის 13 აქტივისტი, რომლებიც დღეს შეიკრიბნენ

აზერბაიჯანის პოლიციამ დააკავა ოპოზიციის 13 აქტივისტი, რომლებიც დღეს შეიკრიბნენ
დედაქალაქში დემონსტრაციების აკრძალვის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის გასამართად. დემონსტრანტები შეეცადნენ, ბაქოს მერიის შენობის წინ გაემართათ აქცია. პოლიციის წარმომადგენლით თქმით, შეკრებილები დააკავეს უკანონო დემონსტრაციის მოწყობისთვის. ოპოზიციური მუსავათის პარტიის წარმომადგენელმა, არიფ ჰაჯილიმ თქვა, რომ დემონსტრაციის მიზანი იყო, ეიძულებინა ხელისუფლება, მოეხსნა ოპოზიციის დემონსტრაციებზე აკრძალვა ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში. მისი თქმით, პარტიის აქტივისტები დაკავებიდან ცოტა ხნის შემდეგ გაათავისუფლეს.

XS
SM
MD
LG