Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა განაცხადა


ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა განაცხადა, რომ ნავთობის ფასების ზრდის უკან

ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა განაცხადა, რომ ნავთობის ფასების ზრდის უკან
მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები დგას. ოპეკის წევრი ქვეყნების საერთაშორისო განვითარების ფონდის სხდომაზე გამოსვლისას აჰმადინეჟადმა თქვა, რომ ფასების ზრდა ხელოვნურ ხასიათს ატარებს. ირანის ლიდერმა, ფაქტობრივად, უკუაგდო ოპეკის წევრების მიმართ შეერთებული შტატებისა და დიდი რვიანის სხვა ქვეყნების მოწოდებები, გაზარდონ ნავთობის წარმოება. მისი თქმით, მსოფლიო ბაზარზე შეთავაზება აღემატება მოთხოვნილებას. სამშაბათს ნიუ იორკის ბირჟაზე ბარელი ნავთობის ფასმა სარეკორდო ფასს, თითქმის 140 დოლარს მიაღწია.
XS
SM
MD
LG