Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ვერტმფრენებმა ავღანეთის სამხრეთში მდებარე


ნატოს ვერტმფრენებმა ავღანეთის სამხრეთში მდებარე სოფლებში ჩამოყარეს პროკლამაციები,

ნატოს ვერტმფრენებმა ავღანეთის სამხრეთში მდებარე სოფლებში ჩამოყარეს პროკლამაციები,
რომლებიც შეიცავს მოსახლეობისადმი მოწოდებას, დატოვონ ტერიტორია, ვინაიდან საერთაშორისო ძალები და ავღანეთის ჯარები თალიბანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას ამზადებენ. 500-მდე თალიბი გამაგრდა ყანდაარის მახლობლად რამდენიმე სოფელში მას შემდეგ, რაც მეამბოხეებმა კვირის ბოლოს მოულოდნელი იერიში განახორციელეს. ამ იერიშის შედეგად ყანდაარის მთავარი ციხიდან გაქცევა მოახერხა ათასზე მეტმა პატიმარმა. დღეს ავღანეთის არმიის თვითმფრინავებმა დამატებითი ჯარები ჩაიყვანეს ყანდაარში. რეგიონში შევიდნენ კანადის უსაფრთხოებისა და დახმარების საერთაშორისო ჯარებიც.
XS
SM
MD
LG