Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დასრულებულად გამოცხადდა ჟურნალისტ ანა


რუსეთში დასრულებულად გამოცხადდა ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის გამოძიება.

რუსეთში დასრულებულად გამოცხადდა ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის გამოძიება.
ცნობილი ჟურნალისტი, გაზეთ "ნოვაია გაზეტას” მიმომხილველი, რომელსაც სახელი გაუთქვა რეპორტაჟებმა ჩეჩნეთზე, 2006 წლის 7 ოქტომბერს მოსკოვში მოკლეს. რუსი გამომძიებლების განცხადებით, პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებები წაუყენეს სამ მამაკაცს - სერგეი ხაჯიკურბანოვს და ძმებ ჯაბრაილ და იბრაგიმ მახმუდოვებს. სამივე შარშან აგვისტოში იქნა დაკავებული. პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული მათთვის წაყენებული ბრალდებების შინაარსი. რადიო "თავისუფლების" რუსულ სამსახურთან იტერვიუში, გაზეთ "ნოვაია გაზეტას" რედაქტორის მოადგილე სერგეი სოკოლოვმა “არასწორი და ნაადრევი” უწოდა ცნობას პოლიტკოვსკაიას მკვლელობის გამოძიების დასრულების თაობაზე.
XS
SM
MD
LG