Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იმედოვნებს


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იმედოვნებს, რომ საქართველო დეკემბერში მიიღებს MAP-ს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იმედოვნებს, რომ საქართველო დეკემბერში მიიღებს MAP-ს
- ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას. ამ შინაარსის განცხადება ეკატერინე ტყეშელაშვილმა დღეს ბრიუსელში, ნატოს გენერალურ მდივანთან იაპ დე ჰოოპ სხფერეთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მინისტრის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს კონფლიქტურ ზონებში შექმნილი ვითარება, იმსჯელეს მათს მოგვარებასთან დაკავშირებით ქართული მხარის ხედვაზე. ტყეშელაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა ბრიუსელშივე, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მიღებამდე.
XS
SM
MD
LG