Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებმა დღეს


საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებმა დღეს ტელეფონით ისაუბრეს აფხაზეთში შექმნილ ვითარებაზე.

საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებმა დღეს ტელეფონით ისაუბრეს აფხაზეთში შექმნილ ვითარებაზე.
როგორც იუწყებიან, პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ქართველ კოლეგასთან საუბარში “დაუშვებელი” უწოდა “პროვოკაციებს” რუსი მშვიდობისდამცველებისადმი, რომლებიც საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად მოქმედებენ. მანამდე, წუხელ, ქართველმა სამართალდამცველებმა გაანთავისუფლეს რუსეთის სამშვიდობო ძალების სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც საბრძოლო მასალების გადატანის დროს ენგურის ხიდთან დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელ შოთა უტიაშვილის განცხადებით, დაკითხვის შემდეგ ოთხივე რუსი სამხედრო მოსამსახურე იქნა განთავისუფლებული. მათთვის არ დაუბრუნებიათ 20 ტანკსაწინააღმდეგო მართვადი ჭურვი, რომელიც ჩხრეკის დროს სამხედრო ავტომობილის ძარაზე აღმოჩნდა.
XS
SM
MD
LG