Accessibility links

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 2


ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 2 ავღანელი ჯარისკაცი და 35 თალიბი მეამბოხე დაიღუპა

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 2 ავღანელი ჯარისკაცი და 35 თალიბი მეამბოხე დაიღუპა
სამხრეთში მდებარე ქალაქ ყანდაართან განხორციელებული მსხვილმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დროს. ოპერაცია ავღანელმა ჯარისკაცებმა წამოიწყეს ნატოს კანადელი ჯარისკაცების მხარდაჭერით, ყანდაარის მახლობელ სოფლებში გამაგრებული თალიბების გასანადგურებლად. მანამდე რამდენიმე დღით ადრე, მეამბოხეებმა ასობით პატიმარი გაანთავისუფლეს ქალაქის მთავარ ციხზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად. იუწყებიან აგრეთვე, რომ 4 ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა და 2 დაიჭრა სამხრეთ ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში პატრულის დროს.
XS
SM
MD
LG