Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაიმართა მოსმენა, რომელზეც კავკასიაზე იმსჯელეს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაიმართა მოსმენა, რომელზეც კავკასიაზე იმსჯელეს
- კერძოდ, გაყინული კონფლიქტებისა და ჩაკეტილი საზღვრების პრობლემაზე. სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, დენიელ ფრიდმა მოხსენების ერთი ნაწილი საქართველოს დაუთმო. მან მიმოიხილა ბოლო წლების პროცესები, მათ შორის ვარდების რევოლუციად წოდებული მოვლენების შემდგომი რეფორმები, საპროტესტო დემონსტრაციის დარბევა შარშან ნოემბერში და შემდგომი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. ის შეეხო სეპარატისტულ კონფლიქტებსა და ურთიერთობას რუსეთთან, რომელიც, ფრიდის განცხადებით, საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის გარდა, ბოლოხანს სამხედრო ზეწოლასაც აძლიერებს. [ფრიდის ხმა] "აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ვიმედოვნებთ, რომ აფხაზეთის სტატუსი განისაზღვრება მოლაპარაკების გზით მიღწეული კომპრომისით. ჩვენ მოსკოვს მოვუწოდებთ, გადასინჯოს თავისი ბოლოდროინდელი არაკონსტრუქციული ქმედებები და იმუშაოს ჩვენთან და სხვებთან ერთად დიპლომატიურ პროცესში, ამ კონფლიქტების მოსაგვარებლად."
XS
SM
MD
LG