Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი


რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი თბილისს აფრთხილებს,

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი თბილისს აფრთხილებს,
რომ მშვიდობისდამცველების წინააღმდეგ "ახალ პროვოკაციებს", შესაძლოა, სისხლისღვრა მოჰყვეს. შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრ ბურუტინმა სამშაბათს, ზუგდიდში, რუსი მშვიდობისდამცველების დაკავებას და მათთვის ტექნიკისა და სამხედრო აღჭურვილობის ჩამორთმევას “ყაჩაღური თავდასხმა” უწოდა. ბურუტინის თქმით, შექმნილ ვითარებაში რუსმა მშვიდობისდამცველებმა გამოიჩინეს მოთმინება და არც ერთხელ არ გაისროლეს, რის წყალობითაც მოხერხდა სისხლისღვრის თავიდან აცილება. თუმცა, ბურუტინმა დასძინა, რომ შტაბი სამომავლოდ ვერავითარ გარანტიას ვერ იძლევა. [ბურუტინის ხმა] "ვერავის მივცემთ გარანტიას, რომ სამხედრო მოსამსახურეები მომავალში ასეთივე მოთმინებით იმოქმედებენ. მათი მოთმინება უსაზღვრო არ არის. შედეგები შეიძლება იყოს უკიდურესად მძიმე და სისხლისმღვრელიც კი. ამასთან, სრულიად არ გვეპარება ეჭვი, რომ პასუხისმგებლობა ამ პროვოკაციისა და მისი შედეგებისთვის მთლიანად დაეკისრება საქართველოს მხარეს." სამშაბათს, ზუგდიდში, ქართველმა სამართალდამცველებმა ოთხი რუსი სამხედრო მოსამსახურე დააკავეს და შვიდსაათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. საქართველოს მხარემ მათ დაუბრუნა ავტომანქანა, თუმცა იარაღის დაბრუნებაზე უარი განაცხადა. თბილისის მტკიცებით, სამშვიდობო ძალების მოსამსახურეებს საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად ამ იარაღის გადატანის უფლება არ ჰქონდათ.
XS
SM
MD
LG