Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრები მონაწილეობას მიიღებენ


ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრები მონაწილეობას მიიღებენ

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრები მონაწილეობას მიიღებენ
პარლამენტის ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაში. მოძრაობის პრესსამსახურის ცნობით, მომავალ სასესიო კვირას საკანონმდებლო ორგანოში დაგეგმილია მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, მათ შორის, მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხისა, რის გამოც ქრისტიან-დემოკრატები აუცილებლად მიიჩნევენ საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობის მიღებას. ამასთან, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა მიზანშეწონილად არ მიიჩნევს პოლიტიკურ ბოიკოტს, რადგან "ანტიკრიზისულ მემორანდუმში" ჩამოთვლილ საკითხებზე ხელისუფლებასთან შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია - ვკითხულობთ პრესამსახურის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG