Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში


დღეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში შეხვდა ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორს ხავიერ სოლანას.

დღეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში შეხვდა ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორს ხავიერ სოლანას.
სოლანას პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მსვლელობაში განხილულ იქნა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები, ასევე, საქართველოში და, ზოგადად, სამხრეთ კავკასიაში ბოლო ხანს განვითარებული მოვლენები. ხავიერ სოლანამ კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს ხელისუფლებასა და აფხაზთა წარმომადგენლებს შორის შვეციაში გამართული პირდაპირი მოლაპარაკების გამო. მიხეილ სააკაშვილმა ხავიერ სოლანას გააცნო რუსეთის პრეზიდენტთან, დმიტრი მედვედევთან თავისი ამასწინანდელი შეხვედრის დეტალები. ხავიერ სოლანამ, თავის მხრივ, კვლავ დაადასტურა ევროკავშირის მზადყოფნა, უფრო აქტიურად ჩაებას საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარების საქმეში. მან ხაზი გაუსვა, რომ ევროპის კავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
XS
SM
MD
LG