Accessibility links

კოსოვოში გაეროს დროებით ადმინისტრაციას იტალიელი დიპლომატი უხელმძღვანელებს


გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა გამოაცხადა, რომ კოსოვოში გაეროს დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იქნება იტალიელი დიპლომატი ლამბერტო ძანიერი. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ბან კი მუნმა წარმოადგინა კოსოვოში საერთაშორისო ყოფნის სტრუქტურის შეცვლის გეგმა. ნავარაუდევია კოსოვოს დროებითი ადმინისტრაციის რიგი ფუნქციების, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების ევროკავშირის დაქვემდებარებაში გადაცემა.
XS
SM
MD
LG