Accessibility links

ჩინეთში ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა ტიბეტის


ჩინეთში ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა ტიბეტის რეგიონის

ჩინეთში ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა ტიბეტის რეგიონის
დედაქალაქ ლჰასაში მოაწყვეს, მკაცრი უსაფრთხოების ზომების თანხლებით. ცერემონიის დასაწყისში ასობით დამსწრემ წუთიერი დუმილი დაიცვა გასულ თვეში, სეჩუანის პროვინციაში მომხდარი ტრაგიკული მიწისძვრის მსხვერპლთა პატივსაცემად. ჩირაღდანი ლჰასას პეკინის ქუჩაზე ჩამოატარეს, და პორტალას სასახლის მიმდებარე მოედანზეც გაატარეს - ამ სასახლეში ქვეყნიდან განდევნამდე დალაი ლამა იჯდა. ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები ჩინეთს მწვავედ აკრიტიკებენ მიმდინარე წლის მარტში, ტიბეტში მოწყობილი საპროტესტო აქციების ულმობელი მეთოდებით ჩახშობის გამო.
XS
SM
MD
LG