Accessibility links

logo-print

კუბის ყოფილმა პრეზიდენტმა, ფიდელ კასტრომ


კუბის ყოფილმა პრეზიდენტმა, ფიდელ კასტრომ, მწვავედ გააკრიტიკა ევროკავშირი.

კუბის ყოფილმა პრეზიდენტმა, ფიდელ კასტრომ, მწვავედ გააკრიტიკა ევროკავშირი.
ამის მიზეზი კავშირის გადაწყვეტილება გახდა - რომ ის კუბას დაწესებულ სანქციებს მოუხსნის, მაგრამ კვლავაც დაჟინებით მოითხოვს კუბაზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარების გამოსწორებას. პარასკევს, გვიან საღამოს, ინტერნეტით გავრცელებულ სტატიაში 81 წლის კასტრო ევროკავშირს ”უდიდეს ფარისევლობაში” სდებს ბრალს და აცხადებს, რომ კავშირი ”სასტიკ მეთოდებს” მიმართავს ლათინური ამერიკიდან ჩასული მიგრანტების გაძევების მიზნით. პრეზიდენტის პოსტიდან კასტრო თებერვალში გადადგა, თუმცა კუბის კომუნისტურ პარტიას კვლავაც ის ხელმძღვანელობს. ხუთშაბათს ევროკავშირმა განაწყვიტა კუბას მოუხსნას ის დიპლომატიური სანქციები, რომელიც ქვეყანას 2003 წელს, 75 დისიდენტის დაპატიმრების გამო დაუწესეს. ევროკავშირის განცხადებით, მას ამ ჟესტით კუბის ამჯამინდელი პრეზიდენტის, ფიდელის ძმის, რაულ კასტროს წახალისება სურს რეფორმების გატარების საქმეში.
XS
SM
MD
LG