Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა, განაცხადა


რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა, განაცხადა, რომ რუსეთი

რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა, განაცხადა, რომ რუსეთი
ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მისი მშვიდობისდამცველების წინააღმდეგ პროვოკაციულ ქმედებებს არ დაუშვებს - და დასძინა, რომ მას ყველა დაინტერესებულ მხარესთან კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელების იმედი აქვს.
სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე, ერთ-ერთი სტუდენტის შეკითხვას მედვედევმა ასეთი პასუხი გასცა:
”ქვეყნებს შორის ურთიერთობები ამჟამად საუკეთესო ფაზაში არ არის, თუმცა [რუსეთის მხრიდან] გავლენის, ან ზეწოლის რაიმე ფორმით განხორციელებაზე საუბარი მიუღებელია. მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ რუსი მშვიდობისდამცველების მიმართ ამგვარ ქცევას. ისინი საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე იმყოფებიან, და ღირსეულად იქცევიან”.
XS
SM
MD
LG