Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი ბელორუსიაში


რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი ბელორუსიაში ჩავიდა ვიზიტად.

რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი ბელორუსიაში ჩავიდა ვიზიტად.
ბელორუსიის პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან ერთად მან ქალაქ ბრესტში მონაწილეობა მიიღო მეორე მსოფლიო ომის დაწყებასთან დაკავშირებულ სამგლოვიარო ცერემონიაში. ცერემონიაზე მედვედევმა დაგმო მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ისტორიის ხელახლა გადაწერის მცდელობები. მედვედევს და ლუკაშენკას არ უხსენებიათ, რომელ ქვეყნებს გულისხმობდნენ, მაგრამ უკრაინა და ბალტიისპირა ქვეყნები უკანასკნელ ხანებში სულ უფრო მეტად უპირისპირდებიან მეორე მსოფლიო ომის მოსკოვისეულ ინტერპრეტაციას. მათი თქმით, მათი ქვეყნები ორმაგ შევიწროებას განიცდიდნენ საბჭოთა ხელისუფლებისა და ნაცისტების მხრიდან.
XS
SM
MD
LG