Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთის ნავთობის მრეწველობის მინისტრმა


საუდის არაბეთის ნავთობის მრეწველობის მინისტრმა ალი ალ-ნუაიმიმ დღეს საუდის არაბეთის

საუდის არაბეთის ნავთობის მრეწველობის მინისტრმა ალი ალ-ნუაიმიმ დღეს საუდის არაბეთის
დედაქალაქ ჯედაში საგანგებო ენერგეტიკულ სამიტზე გამოსვლისას განაცხადა, რომ მსოფლიოში მრავალი ათწლეულის სამყოფი ნედლი ნავთობის საბადოები არსებობს და ნავთობის დეფიციტის შესახებ განგაში სრულიად გაუმართლებელია. საუდის არაბეთის მეფე აბდულამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ივლისიდან ნავთობის მოპოვებას დღეში 200 ათასი ბარელით გაზრდის. აბდულას თქმით, მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის მაღალი ფასები პირველ რიგში საბაზრო სპეკულაციებითა და საწვავზე გადასახადებით აიხსნება. საუდის არაბეთის მონარქმა ასევე თქვა, რომ მილიარდ დოლარს გამოყოფს ენერგეტიკის სფეროში ღატაკი ქვეყნების დასახმარებლად. ჯედას სამიტზე აზრები გაიყო. ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების ორგანიზაციის, ოპეკის თავმჯდომარემ შაკიბ ჰელილმა განაცხადა, რომ მსოფლიო ბაზრებზე საკმარისი ნავთობია და არ არსებობს მისი მოპოვების გაზრდის საფუძველი.
XS
SM
MD
LG