Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზიაში დღეს ნავთობის ფასი გაიზარდა


აზიაში დღეს ნავთობის ფასი გაიზარდა, საუდის არაბეთის მხრიდან გამოთქმული დაპირების მიუხედავად

აზიაში დღეს ნავთობის ფასი გაიზარდა, საუდის არაბეთის მხრიდან გამოთქმული დაპირების მიუხედავად
წარმოებული ნავთობის მოცულობის გაზრდის თაობაზე. აზიაში მიმდინარე სავაჭრო ოპერაციებში ნედლი ნავთობის მიწოდების ფასი აგვისტოსთვის ერთი დოლარით გაიზარდა, და ბარელზე 136 ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. კვირას საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ ფასების ზრდასთან ბრძოლის მიზნით საბაზრო მოთხოვნილების არსებობის შემთხვევაში, ის წარმოებული ნავთობის მოცულობას 9.7 მილიონ ბარელამდე გაზრდის. ანალიტიკოსების აზრით, საუდის არაბეთის ეს დაპირება უკვე აისახა ნავთობის ფასზე - თუმცა მის ზრდას ნავთობის ბაზარზე მოქმედი სხვა ფაქტორები განაპირობებს.
XS
SM
MD
LG