Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში ენერგეტიკის ფასების ზრდის პარალელურად


მსოფლიოში ენერგეტიკის ფასების ზრდის პარალელურად, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში - რუსეთში, ყაზახეთში და აზერბაიჯანში

მსოფლიოში ენერგეტიკის ფასების ზრდის პარალელურად, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში - რუსეთში, ყაზახეთში და აზერბაიჯანში
- გაუარესდა დემოკრატიული პროგრესი. ეს დასკვნა ავტორიტეტიან უფლებადამცავ ორგანიზაცია ”ფრიდომ ჰაუსს” ეკუთვნის. ორგანიზაცია სამშაბათს ოფიციალურად გამოაქვეყნებს ამ დასკვნის შემცველ ანგარიშს. დოკუმენტის თანახმად, ენერგეტიკით მდიდარ ამ სამივე ქვეყანაში - განსაკუთრებით რუსეთში - შევიწროებულია პირადი თავისუფლებები და სამოქალაქო საზოგადოება. ამასთან, საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის გართულდა ამ ქვეყნებში მუშაობა. ”ფრიდომ ჰაუსის” აზრით, რუსეთში, წინა პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ერთგვარი ”ავტორიტარული კაპიტალიზმი” დანერგა, მედიაზე კონტროლი დაამყარა, და სასამართლო სისტემა მანიპულაციის ქვეშ მოაქცია - იმდენად, რომ ქვეყანაში ახლა დამოუკიდებელი სასამართლო აღარ არსებობს.

XS
SM
MD
LG