Accessibility links

logo-print

თბილისში აკრედიტებული ევროკავშირის ელჩების ჯგუფი


თბილისში აკრედიტებული ევროკავშირის ელჩების ჯგუფი ცხინვალის რეგიონს ესტუმრა

თბილისში აკრედიტებული ევროკავშირის ელჩების ჯგუფი ცხინვალის რეგიონს ესტუმრა
”ადგილზე სიტუაციის შეფასების მიზნით,” რომელიც, მათი თქმით, ”დაძაბული რჩება” - იუწყება სააგენტო ”სივილ ჯორჯია.” ცხინვალში დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრთან მურატ ჯიოევთან და შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარესთან, ბორის ჩოჩიევთან შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის ელჩები სოფელ ქურთაში გაემგზავრნენ, სადაც სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დიმიტრი სანაკოევს შეხვდნენ. ამ ფაქტმა ცხინვალის პროტესტი გამოიწვია. კონფლიქტის ზონაში განხორციელებული ვიზიტის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში, ევროკავშირის ელჩებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს შეხვედრებს შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში, ”რომელიც არის კონფლიქტის მოგვარების პროცესის მთავარი ადგილი”. ”ჩვენ ცნობად მივიღეთ ეუთოს თავმჯდომარის განზრახვა, რომ განიხილოს ახალი შესაძლო ფორმატები,” - ნათქვამია განცხადებაში.
XS
SM
MD
LG