Accessibility links

logo-print

ავღანეთის პრეზიდენტის, ჰამიდ კარზაის წარმომადგენელი


ავღანეთის პრეზიდენტის, ჰამიდ კარზაის წარმომადგენელი აცხადებს,

ავღანეთის პრეზიდენტის, ჰამიდ კარზაის წარმომადგენელი აცხადებს,
რომ პრეზიდენტზე ამასწინანდელი თავდასხმის უკან უცხოური სადაზვერვო სამსახური დგას. 27 აპრილს კარზაი გადაურჩა თავდასხმას ქაბულში, სამხედრო აღლუმის დროს. თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ინციდენტისთვის პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა. კარზაის წარმომადგენელმა ჰომაიუნ ჰამიდზადამ განაცხადა, რომ, როგორც მტკიცებულებები მეტყველებს, თავდასხმის უკან კონკრეტული უცხოური სადაზვერვო სამსახური დგას. დეტალებზე მას არ უსაუბრია. წარსულში ავღანეთის ხელისუფლება პაკისტანს სდებდა ხოლმე ბრალს თალიბანის ხერშეწყობაში.

XS
SM
MD
LG