Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი დღეს


რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი დღეს მოსკოვში აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის

რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი დღეს მოსკოვში აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის
პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშს შეხვდა. ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური იტყობინება. ”საუბარი შეეხო საკითხებს, რომლებიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პრობლემის მოგვარებას უკავშირდება. ხაზგასმით ითქვა, რომ ნებისმიერი პროგრესის მიღწევა ამ მიმართულებით შესაძლებელია მხოლოდ არსებული შეთანხმებების, პირველ რიგში 1994 წლის 14 მაისის მოსკოვის შეთანხმების დაცვის საფუძველზე, რომელიც გაეროს რეზოლუციის შესაბამისად, ბრძოლის შეწყვეტასა და ძალების გამიჯვნას ითვალისწინებს”, - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG