Accessibility links

logo-print

თბილისში, სოხუმსა და მოსკოვში უარყვეს


თბილისში, სოხუმსა და მოსკოვში უარყვეს რუსეთის პრესით გავრცელებული ინფორმაცია

თბილისში, სოხუმსა და მოსკოვში უარყვეს რუსეთის პრესით გავრცელებული ინფორმაცია
იმის თაობაზე, რომ აფხაზეთის ტერიტორია საქართველოსა და რუსეთის ზეგავლენის სფეროებად გაიყოფა. ეს ვერსია თბილისისა და მოსკოვის ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, დღეს გაავრცელა გაზეთმა ,,კომერსანტმა,” რომლის ცნობით, გეგმის ინიციატორი საქართველოს ხელისუფლებაა. ,,კომერსანტის” პუბლიკაცია პროვოკაციად შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. აფხაზეთის ორ ნაწილად გაყოფის გეგმა კატეგორიულად უარყო დე-ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა. დღესვე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აფხაზეთის გავლენის სფეროებად დაყოფის საკითხს მოსკოვი და თბილისი არ განიხილავენ. ამასთან, ლავროვმა უარყო ისიც, რომ რუსეთმა საქართველოს ახალ სამშვიდობო ინიციატივას მხარი დაუჭირა
XS
SM
MD
LG